LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელები ვიდეოგამეორებას ტაბლოზე ნახავენ

86

იტალიელები ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენებისას საკამათო მომენტების სტადიონის ტაბლოზე ტრანსლირებას გეგმავენ. როგორც ადგილობრივ მედიას პასუხისმგებელმა პირმა, რობერტო როზეტიმ განუცხადა, ეს გულშემატკივართა ინტერესებშია.

”როდესაც მსაჯები საკამათო ეპიზოდის ვიდეოგამეორებას ადევნებენ თვალს, გულშემატკივარს წარმოდგენა არ აქვს რას ხედავენ ისინი, ამიტომ შეიძლება მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ფანების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიოს. მას შემდეგ, რაც ისინი ზუსტად იმავე კადრების სტადიონის ტაბლოზე ხილვას შეძლებენ, ვფიქრობ ეს პრობლემა მოიხსნება.

ვიდეოგამეორების სისტემა ამ ეტაპზე კარგად მუშაობს, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია ვმუშაობთ იმაზე, რომ იგი უკეთესი და სრულყოფილი გახდეს”, – განაცხადა როზეტიმ.

ვიდეოგამეორების სისტემას სერია ა-ში სეზონის დასაწყისიდან იყენებენ. იგი რამდენჯერმე უკვე გახდა ფანების, ფეხბურთელების და მწვრთნელების კრიტიკის ობიექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები