LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ნაკრების ფორვარდი მაფიასთან კავშირშია ბრალდებული

98

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიჩენცო იაკვინტა სასამართლოს წინაშე წარდგება – მას მაფიასთან კავშირი ედება ბრალად. ბოლონიის სასამართლომ მაფიოზურ ორგანიზაცია ”ნდრანგეტა” ხელშეწყობისთვის 140 ადამიანი დაიბარა, რომელთა შორისაა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ვიჩენცო იაკვინტა. 36 წლის იაკვინტას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავებიან. ბრალდებულთა შორისაა ფეხბურთელის მამა ჯუზეპეც. პირველი მოსმენა 23 მარტსაა ჩანიშნული.

ვიჩენცო იაკვინტას ”სკუადრა აძურაში” 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი. ფორვარდმა კარიერა 2013 წელს დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები