LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუმორისტული ჩანახატი ბესელია-კორკოტაშვილზე

94

დავით ზურაბიშვილი აქვეყნებს იუმორისტულ ჩანახატს ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბესელიას ეჭვი არ ეპარება კორკოტას პატრიოტობაში, კორკოტას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საძმოში რომ კაცური ბაზარია, იქ გაუპატიურების მუქარა პროსტო აბაროტია რაზგავორში, ამასობაში ამ რაზგავორის ობიექტის ქმარს ეჭვი არ ეპარება, რომ ცხრა წელი რომ ხალხს სისხლს წოვდნენ, იმათ ხმა არა აქვთ ამოსაღები, რაზეც არ უნდა ელაპარაკათ იმ ბიჭებს, რომელთა პატრიოტიზმში ბესელიას ეჭვი არ ეპარება და ამაზე პრინციპში თანახმა არიან ამ ხელისუფლების მომხრეები, კორკოტას და ბიჭების ბაზარიც მამენტ რადნოი პონტად რომ უჩანთ, ოღონდ გოგოზე არ უნდა ეკადრა, რომელიც ნაცი ხომ არაა და ქმარი ვაფშემც მოროშკინას ახლობლის შვილია, რის გამოც მას ფსევდოლიბერალი (ფსევდო იმიტომ, რომ ნაღდი ლიბერალი მათი აზრით ილიაა, რომელიც თან ქოცი ჰგონიათ) ნაცები აბულინგებენ, რაზედაც ოცნების შედარებით პრადვინუტი ნაწილი აცხადებს, რომ ეს ფსევდოები და კორკოტას საძმო ერთი მედლის ორი მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას ერთი მხარის პატრიოტობაში ეჭვი არ ეპარება და სანამ ესეთი ამბავია, შსს მინისტრმა გვამცნო, რომ მუხთარლი ყოფილა ჩელავეკ-ნევიდიმკა და კამერებში ისევე არ ჩანს, როგორც ვამპირი სარკეში და ამის გამო, მან ყოველ შემთხვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა კონტრდაზვერვის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არაა შსს-ს დაქვემდებარებაში და თან, მის უდანაშაულობაში მინისტრს ისევე არ ეპარება ეჭვი, როგორც ბესელიას კორკოტას პატრიოტობაში.

მოკლედ, აეგრე ვცხოვრობთ რა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები