LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანებაზე ვმსჯელობთ – ეკა ბესელია

67

“იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება მსჯელობის საგანია,” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მსჯელობის საგანი ადრეც იყო.

“გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როცა მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, იმიტომ რომ კონსტიტუციურმა ცვლილებებით, რომელიც დავამტკიცეთ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. არ იქნება არც ერთი სამინისტროს ქვეშ და მხოლოდ პარლამენტთან ექნება ანგარიშვლადებულება,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეკითხვაზე, ვინ იქნება ახალი გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი სახეების ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

 

პოპულალურები