LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრომ მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

37

ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილს კომპლექსურად სწავლობენ .

ადგილზე არიან ინსპექტორები. პირველად მოხდა დათვალიერება,თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მოკვლევაში ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები და შემოწმებაც  კომპლექსურად, ერთობლივად ხდება, რის შემდეგაც  დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული  შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის  ელზა ჯგერენაია.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს,  სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და შახტაში ჩავარდა. ლიფტში 4 მეშახტე იმყოფებოდა. დაღუპული მეშახტეების ცხედარები ნაპოვნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები