LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონი ქორწინების დროს მეუღლის ტყვეობაში იმყოფებოდა

107

მომღერალი ჯანეტ ჯექსონი მეუღლეს, ყატარელ ბიზნესმენს უისამ ალ-მანას ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თაყვანისმცემლებისთვის, რადგან ჯანეტი უისამისგან ბავშვის დაბადებისთანავე წამოვიდა.

ბოლო დრომდე განქორწინების მიზეზი უცნობი იყო, თუმცა გამოცემამ Us Magazine სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, ქორწინებაში ჯანეტი თავს ტყვედ გრძნობდა. ის დაშორდა ოჯახსა და მეგობრებს, ემოციურად კი გამოიფიტა. ამას გარდა, როგორც ჯანეტის ძმა, რენდი აცხადებს, მომღერალს პერიოდულად შეურაცხყოფას უისამის ძმა აყენებდა.

„ის სწორ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მაიკლის გარდაცვალებით განადგურებულ ჯანეტს თანადგომა და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდებოდა. ამასთან, ის დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა შვილზეც, ამიტომ უისამს ცოლად მალევე გაყვა. თავისი მოლოდინები ჰქონდა ბიზნესმენსაც, მას ეგონა, რომ მისი მეუღლე ისლამს მიიღებდა და დამჯერი მუსულმანი ცოლი გახდებოდა. თავდაპირველად ჯანეტმა დაიწყო დახურული ტანსაცმლის ტარება, შეწყვიტა ტურნე, თუმცა როდესაც ბავშვის დაბადების შემდეგ უისამმა მას კონცერტების განახლების საშუალება არ მისცა, ეს იყო ბოლო წვთი. ამის მერე გადაწყვიტა, საკუთარ ცხოვრებას დაბრუნებოდა, განქორწინების გარეშე კი შუძლებელი იყო“, – განაცხადა წყარომ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები