LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონი ბავშვისთვის ტანსაცმელს თავად ყიდულობს

76

50 წლის ჯანეტ ჯექსონი დედა დაახლოებით სამი კვირის წინ გახდა. მომღერალი და მისი მეუღლე, ყატარელი მილიონერი ვისამ ალ მანა ვაჟიშვილის, ეისას მშობლები გახდნენ.

ამ დღეებში, ახალბედა დედა ლონდონში, საბავშვო მაღაზიაში დააფიქსირეს. ინსაიდერების თქმით, ჯანეტს სურს, მთელი თავისუფალი დრო შვილთან ერთად გაატაროს, თუმცა ბავშვის ტანსაცმლის ყიდვა მისთვის ასევე დიდი სიამოვნებაა.

საბავშვო მაღაზიას „Blue Almonds”, რომელშიც ჯანეტი იმყოფებოდა, ცნობილი ადამიანები ხშირად სტუმრობენ: მაგალითად, პრინც ჯორჯზე ორსულობის დროს, აქ ხშირად ქეით მიდლტონის ნახვაც შეიძლებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები