LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობის შემდეგ ჯანეტ ჯექსონმა თითქმის 30 კილოგრამი დაიკლო

91

50 წლის ჯანეტ ჯექსონი იანვარში პირველად გახდა დედა. ორსულობის დროს მომღერალმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა როგორც ჩანს, უახლოესი ტურნესთვის, რომლისთვისაც ჯანეტი აქტიურად ემზადება, მან ფორმაში ჩადგომა მოახერხა.

მომღერალთან დაახლოებული პირი მედიასთან ამბობს, რომ ჯექსონი აქტიურად ვარჯიშობს და უმკაცრეს დიეტას იცავს. ამ ყველაფრის წყალობით კი 5 თვეში მან თითქმის 30 ზედმეტი კილოგრამი მოიშორა.

შეგახსენებთ, რომ მშობიარობიდან მალევე ჯანეტი და მისი მეულე, ყატარელი მილიარდერი ვისამ ალ მანა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ამ დროისთვის მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 16 მაისს ჯანეტმა 51-ე დაბადების დღე აღნიშნა, ვისამმა ყოფილ მეუღლეს 100 ვარდი და ორქიდეა აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები