LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის ცენტრში სიმებიანი კვარტეტის „იბერი“ კონცერტი იმართება

221

28 მარტს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება სიმებიანი კვარტეტის „იბერი“ კონცერტი. ეს კამერული ანსამბლი შეიქმნა 2004 წელს და მას შემდეგ რეგულარულად მართავს კონცერტებს თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა და მუსიკალურ ფესტივალებზე.

კვარტეტის რეპერტუარი მოიცავს როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კამერული ჟანრის ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.

კონცერტის პროგრამაშია სულხან ცინცაძის სიმებიანი კვარტეტი N12 და ბელა ბარტოკის საფორტეპიანო კვინტეტი, რომელიც საქართველოში პირველად შესრულდება.

კვარტეტს პარტნიორობას გაუწევს პიანისტი მანანა გოცირიძე.

პოპულალურები