LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

171

დიდი ქართველი კომპოზიტორის ჯანსუღ კახიძისადმი მიძღვნილი კონცერტი მისივე სახელობის მუსიკალურ ცენტრში 7 მარტს გაიმართება.

2002 წლის 7 მარტი გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლის ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. უკვე მე-15 წელია ამ დღეს ტარდება განსაკუთრებული კონცერტი, რომელიც დიდი მაესტროს ხსოვნას ეძღვნება.

წელს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, რუსთავის კამერული გუნდი და ვახტანგ კახიძე წარმოგიდგენთ გუსტავ მალერის საყოველთაოდ ცნობილ შედევრს – „Adagietto“ მე-5 სიმფონიიდან და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკვდავ „რეკვიემს“ , რომლის შესრულებაშიც ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები: ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო ), გიორგი შერვაშიძე (ტენორი) , გიორგი გოდერძიშვილი (ბანი) მიიღებენ მონაწილეობას.

საღამო 7:30 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები