LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი ჯასტინ ტერუს ახალ რომანს ღიმილით ხვდება (ფოტო)

118

ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს განქორწინებიდან უკვე 2 თვე გავიდა. ცნობილი გახდა, რომ ტერუმ ენისტონს შემცვლელი უკვე უპოვა და ეს 26 წლის ახალგაზრდა მოდელია. სამაგიეროდ თავად ენისტონი  თავისუფლებას ამჯობინებს და საკმაოდ ბედნიერი ჩანს. 49 წლის მსახიობი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მედიაში ჯასტინ ტერუს ახალი რომანის შესახებ დაწერეს. მსახიობი კალიფორნიაში WE Day-ს ფორუმს დაესწრო, რომელიც გლობალურ პრობლემებს ეძღვნება.

განქორწინების შემდეგ პირველი ოფიციალური გამოსლვისთვის ენისტონმა აქცენტი სპორტული და კლასიკური სტილის სინთეზზე გააკეთა. ის ჯინსის შარვალში, სპორტულ ფეხსაცმელსა და პიჯაკში იყო წარმოდგენილი. ხელზე მას ნაიარევი სპეციალური გიფსით ჰქონდა დაფარული.

საინტერესოა, რომ ენისტონი ბედნიერი და მხიარული ჩანდა და მის სახეზე დეპრესიის კვალიც არ იგრძნობოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები