LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი Rotting Christ: თბილისის აეროპორტში წაგვართვეს პასპორტები, ტელეფონი და დაგვაკავეს, როგორც “სატანისტები”

56

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერძნული მუსიკალური ჯგუფის Rotting Christ-ის წევრები 12 საათის განმავლობაში შეაყოვნეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფის წევრები მხოლოდ საბუთების შემოწმების მიზნით  შეაყოვნეს.

მუსიკალური ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი ვრცელდება ინფორმაცია, სადაც მუსიკოსები დაკავების შესახებ საუბრობენ და ამის მიზეზად ჯგუფის სახელს ასახელებენ. როგორც Rotting Christ -ის სოლისტი, საკის ტოლისი წერს, რომ თბილისში, 12 აპრილს, ხუთშაბათს დილით ჩამოვიდნენ. მისივე მტკიცებით, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ის და მისი ძმა პოლიციამ გააჩერა.

წაართვეს პასპორტები, ტელეფონი და ოფიციალური ახსნის გარეშე დააკავეს პატარა და ბინძურ საკანში, სადაც როგორც ამბობს, 12 საათის განმავლობაში იყვნენ.

“გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით აეროპორტის სხვა ნაწილში, სადაც კითხვებს დაგვისვამდნენ ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე. წაგვართვეს პასპორტები, ტელეფონი და მოგვათავსეს საკანში. როცა მოვითხოვეთ განემარტათ დაკავების მიზეზი, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია”

დაკავებულების ადვოკატის თქმით, თბილისში კონცერტის გასამართად ჩამოსული მუსიკოსები არასასურველი პირების სიაში იყვნენ.

ჯგუფის წევრებმა აეროპორტი 12 საათის შემდეგ დატოვეს.

 

https://www.facebook.com/seasonofmistofficial/photos/a.336399209807.186773.49433279807/10156322792164808/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები