LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი Spice Girls ოფიციალურად ერთიანდება

74

2018 წელი უდაოდ გამორჩეული იქნება Spice Girls-ის თაყვანისმცემლებისთვის. გამოცემა The Sun ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული გოგონების ჯგუფი 2018 წელს გაერთიანდება. ლეგენდარული ხუთეული ახალ ალბომს ჩაწერს და მსოფლიო ტურნესაც დაანონსებს. უკვე ცნობილია, რომ ვიქტორია ბექჰემმა ჯგუფში დაბრუნებაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა. სწორედ ბექჰემის უარის გამო ვერ შედგა ჯგუფის დაგეგმილი ტურნე გასულ წელს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯერი ჰოლიველი, ემა ბანტონი, ვიქტორია ბექჰემი, მელანი ბი და მელ სი სპეციალური სატელევიზო შოუსთვისაც ემზადებიან, რომელიც ჯგუფის აღდგენას ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ ჭორები ჯგუფის შესაძლო გაერთიანებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა, თუმცა ვიქტორია ბექჰემის უარის გამო, ეს პროექტი ვერ შედგა. გოგონების ბოლო ერთობლივი კონცერტი ლონდონში, ოლიმპიადის დახურვისას ვიხილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები