LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls კონცერტებისთვის ემზადება

143
27741378-0-image-m-30-1588067192064

გასულ წელს, ბრიტანულმა ჯგუფმა Spice Girls გრანდიოზული კონცერტი გამართა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გოგონები კვლავ შესანიშნავ ფორმაში არიან.

ახლა კი კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, ემა ბანტონმა განაცხადა, რომ როგორც კი კორონავირუსის პანდემია დასრულდება, ისინი კვლავ გაერთიანდებიან და გრანდიოზულ კონცერტს გამართავენ.

„მე ძალიან ხშირად განვიხილავ კონცერტების დეტალებს ჯერი ჰორნერთან, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ Spice Girls კიდევ შეძლებს ადამიანების გაოცებას“, -აღნიშნა ემამ.

აღსანიშნავია, რომ გოგონები კვლავაც არასრული შემადგენლობით, ვიქტორია ბეკქემის გარეშე წარსდგებიან საზოგადოების წინაშე. გასულ წელს მოლაპარაკებები ადელთანაც მიმდინარეობდა , თუმცა, საბოლოოდ ის Spice Girls-ის მეხუთე წევრი ვეღარ გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები