LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ ქერი გარდაცვლილი შეყვარებულის დედისგან ფულს ითხოვს

198

ჯიმ ქერისა და მისი ყოფილი მეგობრის, კატრიონა უაიტის სკანდალური საქმე გრძელდება. კატრიონას თვითმკვლელობის შემდეგ, მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მისმა დედამ აღძრა. ამ დღეებში, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ამ საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა: იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილი გოგონას დედა საქმეს წააგებს, ქერი მისგან 372 ათას დოლარს ითხოვს.

ბრიჯიტ სვიტმანი შვილის გარდაცვალებაში მსახიობს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯიმმა მას უამრავი დაავადება გადასდო და შემდეგ მიატოვა. კატრიონამ კი დეპრესიას ვერ გაუძლო და მსახიობისვე მიტანილი ტაბლეტებით თავი მოიკლა.

ქერის ბრალეულობის დასადგენად ის ითხოვს, რომ მსახიობმა იმ ანალიზების პასუხები გაასაჯაროვოს, რომელიც კატრიონასთან ერთად 2015 წელს გაიკეთა. მისის სვიტმენი დარწმუნებულია, რომ მსახიობმა შედეგები დაფარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები