LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოლი–პიტის განქორწინებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

55

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი ეკრანებზე გადაინაცვლებს. ვარსკვლავების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ სცენარზე ჟურნალისტი იან გალპერინი იმუშავებს, რომელიც 2009 წლის ბესტსელერის, „ბრანჯელინას“ ავტორია და სადაც მან წყვილის განქორწინება იწინასწარმეტყველა. იგი დარწმუნებულია, რომ ოფიციალურ განცხადებამდე ერთი წლით ადრე, ჯოლი და პიტი უკვე დაშორებულები იყვნენ.

ახალი პროექტი ფარდას ბევრ საიდუმლოს ახდის, მათ შორის მთავარს – განქორწინების რეალურ მიზეზს. მისმა ჯგუფმა ასევე ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ფილმში აქცენტი ინტიმურ დეტალებზეც გაკეთდება.

პროექტს „გატეხილები: ბრანჯელინას უჩვეულო ისტორია“ დაერქმევა და ის სატელევიზიო ეთერში მას შემდეგ გავა, რაც მის უფლებებს კოპორაცია Content Media Corporation მოიპოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები