LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცები ზრუნავენ: მამები და შვილები გენდერული თანასწორობისთვის ფეხბურთს ითამაშებენ

152

30 სექტემბერს, მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე 30 სექტემბერს, მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მამას, რომელიც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას და თამაშზე წარმოდგენილი იქნება მწვრთნელის ამპლუაში. მამებმა თამაშზე უნდა წარმოადგინონ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭებითა და გოგონებით დაკომპლექტებული ოთხწევრიანი გუნდები. გუნდში ორივე სქესის ფეხბურთელის მონაწილეობა ჩემპიონატის აუცილებელი პირობაა.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.
მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები