LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია

101

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია.

18 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 177 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია.

უწყების ცნობითვე, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 18,6 ათასი ტონა, გურჯაანი – 11,3 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,6 ათასი ტონა, თელავი – 6,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,7 ათასი ტონა, ახმეტა – 1.2 ათასი ტონა და საგარეჯო – 780 ტონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები