LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

164

შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 1000 ჰექტარი მიწის ფართობი.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ერთეული ტრაქტორით 50 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრში 186 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები