LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე და ქინქლაძე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის არიან

319

20 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ყოფილი საბჭოეთიდან.

ერთ-ერთმა რუსულმა სპორტულმა საიტმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ის ფეხბურთელები გამოავლინა, რომლებმაც სარეკორდო სატრანსფერო ფასი დადეს. 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის ორი ქართველი მოხვდა. საუკეთესო რა თქმა უნდა კახა კალაძეა, რომელმაც დიდებული და შეუდარებელი კარიერა გაიკეთა დიდ „მილანში“. მეორე კი ჩვენი ფეხბურთის მარგალიტი, განუმეორებელი გიორგი ქინქლაძეა. ერთ დროს მასში „აიაქსმა“ მილიონები გადაიხადა.
სიაში ყველაზე მეტი რუსეთის წარმომადგენელი და თანამედროვე ფეხბურთელია. ამაში გასაკვირია არაფერია, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ახლა სულ სხვა ფასებია, თორემ რამდენიე მათგანი საუკეთესოებში ნაღდად ვერ მოხვდებოდა. პირველობას კი არავის უთმობს უკრაინელი ანდრეი შევჩენკო, რომელსაც პირველი ადგილი აქაც ეკუთვნის და კიდევ ბევრ სხვა რეიტინგში.

 

გიორგი ქინქლაძე
წელი: 1998
ღირებულება: 8 მლნ ევრო
საიდან: მანჩესტერ სიტი
სად: აიაქსი

 

კახა კალაძე
წელი: 2001
ღირებულება: 16 მლნ ევრო
საიდან: დინამო კიევი
სად: მილანი

 

ოცეულის სრული სია ასეთია.

არას ოზბილიზი (სომხეთი), ალეკსანდრ კერჟაკოვი (რუსეთი), ანდრეი კანჩელსკისი (რუსეთი), ვლადიმირ ბისტროვი (რუსეთი), დინიაირ ბილიალეტდინოვი (რუსეთი), ალეკსანდრ ბუხაროვი (რუსეთი), იგორ შალიმოვი (რუსეთი), ანატოლი ტიმოშჩუკი (უკრაინა), იგორ დენისოვი (რუსეთი), ანდრეი არშავინი (რუსეთი), ალეკსანდრ ჰლები (ბელარუსი), რომან პავლიუჩენკო (რუსეთი), სერგეი რებროვი (უკრაინა), ალეკსანდრ კოკორინი (რუსეთი), იური ჟირკოვი (რუსეთი), დმიტრი ჩირგინსკი (უკრაინა), ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი),

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
წელი: 2006
ღირებულება: 43,3 მლნ ევრო
საიდან: მილანი
სად: ჩელსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები