LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის, განცხადებით, ტრანსპორტისა და გზების მოწესრიგებისთვის 700 მილიონ ლარს გამოყოფენ

94

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, განცხადებით, საზოგადორბრივი ტრანსპორტისა და გზების მოწესრიგებისთვის 700 მილიონ ლარს გამოყოფენ.

როგორც კალაძემ ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა პოპულარული უნდა გახდეს.

“ყვითელი ავტობუსი კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა კომფორტი უნდა შექმნას. ჩვენთან კი პირიქითაა. ამას ჩვენ შევცვლით 4 წელიწადში. ტრანსპორტით სიარული სირცხვილი არ უნდა იყოს,” – განაცხადა კალაძემ.

მანვე ამ მხირვ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ახალი მეტროს გახსნა, ასევე მანის ავტობუსების შემოყვანა ახსენა.