LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაშნიკოვამ ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

41

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი. წყვილთა პაექრობაში ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად იასპარეზა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

ქართულ-ტაივანურმა დუეტმა სტარტზე ანა ბლინკოვა (რუსეთი) და პანა უდვარდი (უნგრეთი) დაამარცხა – 6:1, 7:6, შემდეგ ასეთივე ანგარიშით ალექსანდრა კადანტუსა (რუმინეთი) და ნიკოლა გეუერს (გერმანია) აჯობა, ნახევარფინალში სერბები – ალექსანდრა კრუნიჩი (რეიტინგით 52-ე) და ნინა სტოიანოვიჩი (114-ე) ჩამოიშორა გზიდან – 6:2, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში, რომელიც საათსა და 22 წუთს გაგრძელდა, ოქსანა კალაშნიკოვამ და სუ-ვეიმ, არინა როდიონოვას (ავსტრალია, 107-ე) და გალინა ვოსკობოევას (ყაზახეთი, 113-ე) ტანდემს მოუგეს – 6:3, 4:6, 10:4.

კალაშნიკოვამ კარიერაში WTA-ს მეოთხე ტიტული დაიმსახურა, ხოლო ბუდაპეშტში გამარჯვებით 280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები