LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანფეტი, შოკოლადი, ჩიფსი… რას ვეღარ შეჭამენ ბავშვები სკოლაში

131

საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადები, ჩიპსები, ჟელიბონები – ახალი სასწავლო წლიდან ამ პროდუქტებს მოსწავლეები სკოლის ბუფეტებში ვეღარ იყიდიან.

სკოლებში არაჯანსაღი პროდუქტების აკრძალვის იდეა განათლების მინისტრს ეკუთვნის. ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების საფუძველზე, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებიდან ამოიღებენ და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება: მაიონეზით შეზავებული საკვები, სოკო, დაკონსერვებული პროდუქტი და კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ასევე თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი. ბუფეტში აღარ გაიყიდება გაზიანი სასმელებიც (მინერალური წყლის გარდა).

ამოღებული პროდუქტების ნაცვლად სკოლის ბუფეტებში დაშვებული იქნება: ხილი და ბოსტნეული, წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, რძის პროდუქტები, იოგურტი, ჩაი და კაკაო.

სკოლის ბუფეტებს საკვები პროდუქტით კონკრეტული ბიზნესკომპანიები ამარაგებენ. ბუფეტების მონიტორინგს სკოლის დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროც განახორციელებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს ხელშეკრულება გაუუქმდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები