LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ ქართული ბრენდის სამოსი კვლავ მოირგო

185

კეტი პერი მცირე ხნის წინ ქართული ბრენდის „Mach & Mach“-ის 2017 წლის კოლექციიდან თავის ლაივ-გამოსვლაზე ვერცხლისფერი სამოსი მოირგო. ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ რამდენიმე წლის წინ დაარსებული  ბრენდი, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და საქორწილო კაბებზეა ორიენტირებული, მსოფლიო ვარსკვლავის ყურადღებით განებივრებულია. კეტი პერიმ ახლახან ისევ მოირგო ქართველი დების სამოსი – ერთ შემთხვევაში შეხვედრაზე, სადაც მათ მიერ შექმნილი ვარდისფერი პალტო ეცვა, მეორედ კი ახლახან კიდევ ერთ პერფორმანსზე, სადაც მათი წითელი ბადე შარვლითა და ზედით გამოცხადდა.

„Mach & Mach“-ის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი სიხარულით აზიარებს კეტის ფოტოებს, სადაც მათი სამოსი აცვია. აღსანიშნავია, რომ უცხოელმა ვარსკვლავმა უკვე სამჯერ ჩაიცვა ქართული ბრენდის სამოსი. როგორც ჩანს, კეტის ძალიან მოსწონს გოგონების ორიგინალური ხედვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები