LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს ესმის, არსებობს პრობლემები და ხელისუფლება, რომელსაც ენდობა – გიორგი ვოლსკი

67

საპარლამენტო უმრავლეობის წევრის, გია ვოლსკის, განცხადებით, NDI-ის გამოკითხვები გარკვეული სპეკულაციების შექმნის წინაპირობის მცდელობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან წილად განაპირობებს საზოგადოების დამოკიდებულებას შეკითხვებისადმი.

“მედიის ეს მნიშვნელობა და წონა არავისთვის არაა კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი 70% არ ენდობა იმ ინფორმაციას ან არასანდოდ მიიჩნევს რომელსაც იღებს მედიისგან, ამის შემდეგ ასეთი დასმული შეკითხვები, რომელიც მიანიშნებს რაღაც საკითხებზე, ესეც როგორც ყოველთვის 2012 წლიდან მომდინარე, არაა განსახილველი.

მითუმეტეს NDI ამას ერთსა და იმავე ორგანიზაციაზე დაყრდნობით ათეული წლებია ატარებს. ეს ორგანიზაცია კი “ნაციონალური მოძრაობის” ეგიდით იყო შექმნილი. ხალხს კარგად ესმის, რომ არსებობს პრობლემები და არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და მნიშველოვანია, რომ ამ ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი გააჩნია ყველაფრის მოგვარების და ტენდენციების განვითარების ვიდრე სხვა ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის გარდა არაფერს არ ლამობს”- განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები