LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი კალიფორნიაში – ევაკუირებულია 27 000 ადამიანი

53

ხანძარი კალიფორნიაში. ცეცხლი დასახლებებს ღამით მიუახლოვდა და ძლიერი ქარის გამო,საკმაოდ სწრაფად გავრცელდა.  დამწვარია 150-ზე მეტი შენობა.  ევაკუირებულია  27 000 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ის ცეცხლმოკიდებული რაიონებიდან გაქცევის მცდელობის დროს ავარიაში მოჰყვა.

ამ დროისთვის 260 000 ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე მობილიზებულია 500 მეხანძრე. მიუხედავად ამისა, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები