LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი სავაჭრო ცენტრებში – მსოფლიოს რომელი ქალაქების ბაზრობებია დამწვარი

ბოლო 5 თვის განმავლობაში  თბილისში უკვე ორი სავაჭრო ცენტრი დაიწვა  და გუშინ მესამე – ფოთში. 30 იანვარს დამწვარ “ბავშვთა სამყაროს” ე.წ. “ელიავას ბაზრობა”  და ფოთის ბაზარი მიემატა.  სამწუხაროდ, სავაჭრო ცენტრის თუ ბაზრობის დაწვის მხოლოდ ეს  შემთხვევები არ არის და საქართველოში ამ ტიპის ხანძრები არცთუ იშვიათია.

სავაჭრო ცენტრებს ხანძარი სხვა ქვეყნებშიც უჩნდება და ბოლო ერთი წლის სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ორ ათეულზე მეტია. ცხადია,  ხანძრის სიძლიერე, მიზეზი, მიყენებული ზარალი და მსხვერპლის შემთხვევები განსხვავებულია.  ხანძრების უმეტესობის მიზეზი დადგენილია, რაც საქართველოში მომხდარ ხანძრებს ამ საერთო სურათისგან განასხვავებს.

 

6.07.2017 –  ქუვეითი, ალ-რაის სავაჭრო ცენტრი.  დაშავდა რამდენიმე მეხანძრე, რომლებიც დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხანძრის მიზეზად სწორდ  სამუშაოების დროს გამოჩენილი უყურადღებობა სახელდება.

 

 

2.07.2017 – საქართველო, თბილისში არსებული  სამშენებლო მასალების და ავტონაწილების ბაზრობა, ე.წ. “ელიავას ბაზრობა”.  გამოძიება დაწყებულია, მიზეზი ჯეჯერობით დაუდგენელია.

 

3.06. 2017 –  ირანი, შირაზის  სავაჭრიო ცენტრი, 37 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუფრთხილებლობა და შენობაში  სტანდარტების დაუცველობა სახელდება.

 

18.06.2017 –  იტალია, მოლინოს სავაჭრო ცენტრი.  ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა. მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

 

27.05. 2017 –  დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდის სავაჭრო  ცენტრში მცირე ხანძარი. არავინ დაშავებულა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ განგაში შენობასთან გაჩენილი კვამლის გამო ჩაირთო და ხანძარს შენობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. თუმცა, 10-15 წუთით შენობა მაინც დაცაარიელეს, რათა მეხანძრეებს  ყველა შესაძლო კერა შეემოწმებინათ.

 

14.04. 2017 – არაბთა გაერთიანებული საემიროები, აჯმენის  სავაჭრო ცენტრი.

ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. თუმცა,  ცენტრში არსებული მაღაზიების ნაწილი განადგურდა. ხანძრის მიზეზი უცნობია.

 

 

11.03. 2017 – აშშ, ბოსტონის მახლობლად ფრემინგჰემის სავაჭრო ცენტრი.

ხანძარი ადრე დილის საათებში გაჩნდა, როდესაც ცენტრში არავინ იმყოფებოდა. შესაბამისსდ, მსხვერპლი არ არის. თუმცა, მეხანძრეები საათების განმავლობაში აქრობდნენ სამ ადგილას გაჩენილ კერას, რომელიც მთელ სავაჭრო ცენტრს მოედო.

 

 

26.02. 2017  –  იტალია, ოდერზოს სავაჭრო ცენტრი.

ხანძარი ღამით გაჩნდა, რა დროსაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. ამის გამო, დაშავებული არავინ არ არის. თუმცა, გამოძიებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინა.

 

30.01.2017 –  საქართველო, თბილისის სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო”.  შენობა მთლიანად დაიწვა. მიზეზი დადგენილი არ არის.

 

24.01. 2017 –  რუსეთი, მოსკოვის სავაჭრო ცენრტრი „რიო“.

ხანძრის გამო, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.  თუმცა, არავინ დაშავებულა. გამოძიებამ ხანძრის მიზეზად  შენობის კარკასის აალება დაასახელა, რომელიც არაცეცხლგამძლე მასალისგან იყო შექმნილი.

 

 

19.01.2017 – ირანი,  თეირანის სავაჭრო ცენტრი, 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 მეხანძრე.

 

5.01.2017  – სამხრეთ აფრიკა, პრეტორიას სავაჭრო  ცენტრი.

ხანძარმა სამსართულიანი შენობა მთლიანად დააზიანა. მეხანძრეებმა ასობით მოვაჭრის ევაკუაცია განახორცილეს.  ძლიერი კვამლის გამო,  სამ მეხანძრეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ხანძრის კერად შენობის უკანა მხარე დასახელდა, რის გამოც ხანძრის დროული შემჩნევა გართულდა და შემდეგ უკვე მთელ შენობას მოედო.

 

16.11.2016 – პერუ, ლიმას სავაჭრო ცენტრი, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

მედიასაშუალებებში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს იყო  ძვირადღირებული მაღაზიების ცენტრი. ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე  ახლადგარემონტებულ კინოთეტრში გაჩნდა, სადაც მედიისთვის ჩვენება მიმდინარეობდა.

გამოძიებამ ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ვერ დაასახელა.

 

03.11.2016 –  ირლანდია, დუბლინის სავაჭრო ცენტრი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძრის მიზეზი  უყურადღებოდ დატოვებული ანთებული სანთლები გახდა.

 

16.10. 2016 – ინგლისი, საუტჰენდის სავაჭრო ცენტრი The Royals. მსხვერპლი არ არის.

 

23.09.2016 – აშშ, ლას ვეგასის სავაჭრო ცენტრი. მსხვერპლი არ არის. მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

 

ეს არ არის სავაჭრო ცენტრებში გაჩენილი ხანძრების სრული ჩამონათვალი. სია გაცილებით დიდია. თუმცა,  აქცენტი დიდი ქალაქების დიდი სავაჭრო ცენტრების  ხანძრებზე გავაკეთეთ, სადაც ხანძრის ჩაქრობა მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო პრობლემური ხდება და ზარალიც დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები