LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

97

ლონდონში, გრენფელ თაუერში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 24 ადამიანი გადის მკურნალობას, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, 30  ცხედარი მორგში გადაასვენეს, თუმცა შენობაში კვლავ არიან გარდაცვლილები.

„სამწუხაროდ, აღარ ველით გრენფილ თაუერში ცოცხალი ადამიანების პოვნას,“ – ამბობენ პოლიციაში.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერ-ჯერობით ცნობილი კვლავ არ არის და გამოძიებას, სავრაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები