LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება

92

მეხანძრეები ლონდონში მრავალსართულიან სახლში ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე აქრობდნენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, სახლში მცხოვრებთა ნაწილი, ჯერ-ჯერობით, დაკარგულად მიიჩნევა.

შენობაში ჯერ კიდევ იყო ცეცხლის კერები, მეხანძრეები ფანრებით ანათებდნენ პერიმეტრს, რომ სხვადასხვა სართულზე დაშავებულები მოეძებნათ.

მაშველებმა გრენფელ თაუერში გაჩენილი ხანძრისას 65 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი პირობას დებს, რომ ხანძრის მიზეზს აუცილებლად გამოიძიებენ.

34 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება, მათგან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

სახლში 120 ბინა იყო, ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ათობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, ღამე მათ თავშესაფრებში გაათენეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები