LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმეში, ეს იყო ბოროტება – მეუფე პეტრე

89

„ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიარს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმეში, ეს იყო ბოროტება,“ – განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მეუფე პეტრე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ თემაზე მუშაობა კონსტანტინოპოლში მიმდინარეობს და პარალელურ რეჟიმში, მსჯელობა ქართულ ეკლესიაშიც ხდება.

„უკრაინას 40 მილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქიას არ უნდა მოიხსენიებდეს ლოცვებში, დამპყრობ ქვეყანას არ უნდა ექვემდებარებოდეს,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

სინოდის დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები