LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმელთაშუა ზღვაში იანვრიდან დღემდე 1 500 თავშესაფრის მაძიებელი დაიღუპა

106

ხმელთაშუა ზღვაში, წლის დასაწყისიდან დღემდე 1 500 თავშესაფრის მაძიებელი  დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში მოხვედრა 55 ათასმა ადამიანმა სცადა. 1504 ადამიანისთვის ეს მარშრუტი ტრაგიკული აღმოჩნდა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

ორგანიზაციის მონაცემებით, წელს ესპანეთმა 20 992 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. მეორე ადგილზეა იტალიაა  18 130 ადამიანით. შემდეგ მოდის გერმანია, რომელმაც 15 528 ადამიანი მიიღო.

ყველაზე ცოტა მიგრანტი კვიპროსში ჩავიდა, იქ მხოლოდ 108 თავშესაფრის მაძიებელია დაფიქსირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები