LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიას რომ მაისურები ეცვა, ის საქართველოშია შეკერილი (ფოტო)

81

ხორვატიის ძალიან კარგმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესიანი არგენტინა ულაპარაკოდ დაამარცხა. მატჩში ნომინალური მასპინძლები სამხრეთამერიკელები იყვნენ, ამიტომ ძირითადი ფორმა მათ ეცვათ, ხოლო ხორვატები სათადარიგო, მუქი ფერის ეკიპირებით გავიდნენ.

ხორვატიის ნაკრების მაისურები კი… საქართველოშია შეკერილი. ფოტოზე კარგად ჩანს ეტიკეტზე ჩვენთვის საამაყო წარწერა: MADE IN GEORGIA.

 

ხორვატების გარდა საქართველოში დამზადებული ეკიპირებით ბევრი ცნობილი გუნდი იმოსება.
”აჭარა ტექსტილი” ფორმებით მსოფლიო მასშტაბით 35-მდე გუნდს ამარაგებს, მათ შორის დორტმუნდის „ბორუსიას“, ლონდონის „არსენალს“, საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“, თვით იტალიის ნაკრებს და ა.შ.

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები