LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუდონჰესის პროექტით კიდევ ერთი ინვესტორი დაინტერესდა

111

“ხუდონჰესის” პროექტზე კვლევა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რა ფორმით მოხდება მისი განვითარება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წინადადებას კიდევ ერთი ინვესტორისგან ელოდებიან.

შეგახსენებთ, “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა ინვესტორი კომპანია” ტრანს ელექტრიკა” ამ დრომდე მისი მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ მთავრობამ “ხუდონჰესის” პროექტის გამოსყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა სახელმწიფო ამ პროექტს.

ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი, ილია ელოშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ”ტრანს ელექტრიკა” კვლავ დარჩეს პროექტში და იყოს ისეთივე ძირითადი დეველოპერი, როგორც ის დღეს არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობა სახელმწიფომ ინვესტორ კომპანიასთან ერთად განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები