LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი

45

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, 22 მარტის დილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები