LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერაფრით მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად” – მიხეილ სააკაშვილი

42

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სააკაშვილი ხუმრობს, რომ ვერც პირადი თვითმფრინავის შესაძენად მოიცალა და ისეთი ხარბია, ბიზნეს კლასითაც არ დაფრინავს.

“ვიღაცამ ჩუმად გადამიღო აეროპორტში და დიდის ამბით გამოდო სოციალურ ქსელში.

რა ვქნა, კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი,მაგრამ ვერაფრით მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად.თან,ისეთი ხარბი ვარ, რომ ბიზნეს სალონის აღებაზეც არ მემეტება დამატებითი რამდენიმე ასეული დოლარი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები