LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ უფრო გამხდარი ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

170

ამ დღეებში, ბრედ პიტი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. ვარსკვლავს თეთრი ფერის პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა და მზის სათვალე ეკეთა. ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, მსახიობი ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში გამოჩენას გაურბოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრედმა საგრძნობლად დაიკლო წონაში, რასაც ანჯელინასთან დაშორებისგან გამოწვეულ სტრესს მიაწერდნენ, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის ივლისში ბრედი ფილმის „Ad Astra“ გადაღებებში მონაწილებისთვის ემზადება და ზედმეტი კილოგრამები სწორედ ამისთვის მოიშორა.

ინსაიდერები იმასაც აცხადებენ, რომ ბრედი ძალიან უფრთხილდება პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, ამიტომ სანამ ახალი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე არ გადავა, მასზე სავარაუდოდ, ვერაფერს გავიგებთ. „ამ ეტაპზე ის ბავშვებზეა ორიენტირებული და თავს საკმაოდ კარგად გრძნობს“, – ყვება წყარო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები