LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს

86

რამდენიმე საათის წინ უკრაინის დედაქალაქში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო.  არსებული ინფორმაციით, არკადი ბაბჩენკო ცოლმა სახლში, დაჭრილი იპოვა. მას ტყვია ზურგში აქვს ნასროლი. ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ ჟურნალისტს სამჯერ ესროლეს და სამივეჯერ ზურგში. მკვლელობის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.ახლა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
41 წლის არკადი ბაბჩენკო სამხედრო ჟურნალისტი იყო, მუშაობდა ჩეჩნეთის ომის დროსაც და აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს ომს.ის ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების 2008 წლის ქმედებებს მკვეთრად აკრიტიკებდა და წერდა, რომ რუსეთი რეალური ომის კვალდაკვალ, აწარმოებდა პროპაგანდისტულ ომს და ცდილობდა, დეზინოფრმაცია გაევრცელებინა ომის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები