LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმში „ბიჭვინთის“ გასხვისების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან-ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

137
Capture

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

აქციის მონაწილეები „სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი” ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან. ე.წ პარლამენტის შენობასთან და ე.წ სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.

ადგილზე ასევე იმყოფება ოკუპირებული რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, რომელმაც აქამდე მოსახლეობას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ” მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები