LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

53

კიევში, სადგურის მოედანზე, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის პოლიციის სპიკერი, ოქსანა ბლიშიკი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ცნობით, რკინიგზის სადგურთან კონფლიქტის შედეგად ორმა უცნობმა პირმა ტრავმატული იარაღიდან სამი მამაკაცი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სადგურის მოედანზე საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები