LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

81

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და განააცხადა, რომ რსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.

წინასასამართლო სხდომა 12 ივლისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები