LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლექცია მამაკაცებისთვის, რომელმაც სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

72

ქართულ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ესპანური ბრენდის „პალომოს“ ახალი კოლექციის ჩვენებამ. კოლექცია მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, მკვეთრად ქალური შტრიხებით.

კოლექცია ესპენურმა ბრენდმა ახლახან გამართულ მილანისა და პარიზის მამაკაცების მოდის კვირეულზე წარმოადგინა. როგორც ჩანს, „პალომო“ ზოგადად საკმაოდ პროვოკაციული სამოსითა და სარეკლამო ნაბიჯებით გამოირჩევა, რადგან თუკი ბრენდის ოფიციალურ საიტზე შეხვალთ, ქავერფოტოდ იხილავთ მამაკაცს, რომელსაც მნახველისთვის საჯდომი აქვს მოშვერილი.

რაც შეეხება თავად კოლექციას, ის ახალგაზრდა დიზაინერს ეკუთვნის და ჰომოფობიის წინააღმდეგაა მიმართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები