LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლონია, სადაც ტყვეებს აწამებდნენ, სასტუმროდ გადაიქცა (ფოტო)

134

მონტენეგროს ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, კუნძულ მამულაზე კონცლაგერი ფუნქციონირებდა. შენობაში, რომელიც 1853 წელს აშენდა, ფაშისტური არმია ტყვეებს აწამებდა. დიდი ხნის მანძილზე ეს კოლონია ხელშეუხებელი იყო , თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ის ლუქსის კლასის სასტუმროდ აქცია.

იდეის ავტორი შვეიცარული კომპანია Orascom Development Holding AG. გახლავთ. ამჯერად აქ უზარმაზარი აპარტამენტები, ღია კაფე და დიდი აუზი დაგხვდებათ. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე იახტებისთვის სპეციალური პორტი შენდება, ასევე დაივინგ ცენტრი ტურისტების მოსაზიდად. ცხადია ამ იდეიას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. სასტუმროს მშენებლობა იმ ადამიანებმა გააპროტესტეს, ვისი ოჯახის წევრებსაც ამ კოლონიაში აწამებდნენ, თუმცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და შემოსავლის დიდ წყაროს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები