LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია SIEMENS ქართულ ტენდერში მონაწილეობას გეგმავს

109

თბილისში კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა.

სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება – შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს მომავალში ხაშური–ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს ტენდერში მონაწილეობა მიიღონ. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები