LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება – საქართველოს რკინიგზა ჩამონათვალს აქვეყნებს

236
რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება.

„უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

თბილისი-ბათუმი (802),

თბილისი-ზუგდიდი (870),

თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

ბათუმი-თბილისი (803),

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

ფოთი-თბილისი (873),

ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ”, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები