LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი არსებითი ხარვეზებით წარიმართა – საია

105

“კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი არსებითი ხარვეზებით წარიმართა, რამაც შედეგად ერთი მხრივ, ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსესუსის მიღება გახადა შეუძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, თავად კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტი არაერთი აქტორის, მათ შორის ვენეციის კომისიის, კრიტიკის საგნად აქცია,”  – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშში.

ანგარიში სრულად ასახავს საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპს.

საიას შეფასებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა არაგონივრულად მცირე – 4-თვიან პერიოდში წარიმართა, რამაც საწყის ეტაპზევე გამორიცხა სათანადოდ დამუშავებული და გააზრებული გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით, მუშაობის სუფთა ფურცლიდან დაწყების პირობებში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად აისახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოთიშვა, რამდენადაც, საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები წარმოადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები