LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა იწყება

45

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა 5 მაისს, ქუთაისიდან დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით, პირველი განხილვა 5 მაისს ქალაქ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 15 მაისს – თბილისში. დაგეგმილია გასვლითი სხდომები რეგიონებშიც, რომელიც  ყოველდღიურად გაიმართება.

11 დღის განმავლობაში – 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.

გასვლითი სხდომების პარალელურად კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთანაც მოხდება.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის  ერთთვიანი ვადაა განსაზღვრულია.

კონსტიტუციის სახალხო-საყოველთაო განხილვის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები