LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ – ჩემთვის, მთავარია, შევთანხმდეთ პატარა პარტიებისთვის დაძლევად დაბალ ბარიერზე

54
ლევან იოსელიანი

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ – ჩემთვის ყველაზე მთავარია შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი ახალი, პატარა პარტიებისთვის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ბარიერის გარეშე პარლამენტი იქნება ორპარტიული ან უკეთეს შემთხვევაში სამპარტიული.

ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე

„მე ვისურვებდი ჩვენ დაგვეწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდთან და გაგვერკვია, რა იგულისხმება იმ განცხადების უკან, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მნიშვნელოვანია, პატარა პარტიებისთვის შენარჩუნებული იყოს პატარა ბარიერი, რომ შემდგომ პარლამენტი დაკომპლექტდეს მრავალპარტიულად.

ყველა სხვა საკითხი რაც იქნა ნახსენები, დათქმის ამოღება და ა.შ. ჩემი აზრით, განხილული უნდა იყოს ისეთივე ფორმატში, როცა ჩვენ, ოპოზიცია ერთობლივად შევხვდით პირველი მოსმენის წინ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში შევთანხმდით კონკრეტულ ვერსიაზე, რაც გავიდოდა პლენარულ სხდომაზე და ყველამ დავუჭირეთ მხარი.

ეს პროცესი არის დასაწყები, რადგან ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, მისი განცხადება ბევრმა სხვადასხვაგვარად გაიგო და ამას ყველაფერს სჭირდება შეხვედრა და განმარტება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5%-იანი ბარიერი სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან და 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით.

ალეკო ელისაშვილი: თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ „ბასტი-ბუბუს­“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები