LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე

100
ანრი ოხანაშვილი

„მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის“,– ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირებულია, თუმცა, ამის ვალდებულება არ ჰქონიათ. ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ცვლილებები იმისთვის დააინიცირა, რომ დეპოლარიზაციისკენ პოზიტიური ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ამის საპირისპიროდ რადიკალიზაცია მიიღო, რომელიც დღემდე გრძელდება.

„მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ კონტპროდუქტიული. მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g