LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეელების ოლიმპიური პრობლემა: რა ვუყოთ ამდენ ხალხს

67

სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებიან და სადარდელი გაუხდათ სად განათავსონ უამრავი სტუმარი. პროექტი The Tiny House of Slow Town სავარაუდოდ, ამ საკითხს მარტივად გადაწყვეტს. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პატარა სახლების მშენებლობას ითვალისწინებს, რომლებზეც მინიმალური მასალები დაიხარჯება. თითოეული მათგანის ფართი 19,8 კვ.მ. იქნება.

 

04

 

ზამთრის ოლიმპიადა 2018 წლის 9-25 თებერვალს გაიმართება. მასპინძელი ქალაქი ფიონგჩანგია.
ეს კორეისთვის რიგით მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება. კორეამ პირველად ოლიმპიადა 1988 წელს სეულში მიიღო. ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ფიონგჩანგი კარგა ხანია იბრძოდა, თუმცა 2010 წლის ზამთრის თამაშები ვანკუვერმა, ხოლო 2014 წლის სოჭმა მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები