LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის მინისტრმა საქართველოში ბელარუსის ელჩს უმასპინძლა

108

15 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხაილ მიატლიკოვს უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის პირველი მდივანი თამარ მამასახლისი და კულტურის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო ესწრებოდნენ.

მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს; საუბარი, ასევე შეეხო ბელარუსისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებისა და ორივე ქვეყანაში კულტურის დღეების გამართვის საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები